ჩავუშოღლუ – “რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება”

ჩავუშოღლუ - "რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება"რუსეთიდან და ბელარუსიდან წყაროებმა ანკარა დაარწმუნეს, რომ უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის შეჭრის მცდელობა არასწორი იქნება.

“დასავლური მედია ადრე იტყობინებოდა, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიჭრას. აშშ ამბობს, რომ შეიძლება მალე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი. რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, უარყვეს ეს. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დაძაბულობის განმუხტვაზე. რუსეთი ნატო საუბრობენ[უსაფრთხოების გარანტიებზე]. არაგონივრული იქნება იმის მოლოდინი, რომ ყველა ეს საკითხი გადაწყდება ერთი-ორი წერილით და არასწორი იქნებოდა რუსეთის მიერ ამგვარი შეჭრის მცდელობა, სანამ პროცესი გრძელდება”, – განაცხადა მან.

იპნ