მაია ბარათაშვილმა 22 კილო დაიკლო. გახდომისკენ და ცხოვრების წესის შეცვლისკენ, მოულოდნელად აღმოჩენილმა დიაბეტმა უბიძგა. დანარჩენს „პრაიმტაიმის“ მკითხველს თვითონ უყვება.
მაია ბარათაშვილი:
– აღმომაჩნდა მეორე ტიპის დიაბეტი. პირდაპირ მითხრეს, შეჭამ, ავად იქნები, არ შეჭამ, აღარ იავადმყოფებო. დედა იყო დიაბეტიანი. მე ვხედავდი მის დამძიმებულ ფეხებს, წამლებს…
ღმერთმა ცხოვრება მაჩუქა. მინდა ვიყო ჯანმრთელი და ლამაზი. სად ის ძველი მაია და სად – ახლანდელი? ასე რომ, დაავადებას კვალიფიკაცია შევუცვალე, ჩემს თავს კი – ცხოვრების წესი.
სახლში რომ მოხვიდეთ სტუმრად, ვერაფერს გაჭმევთ კიტრის, პომიდვრისა და ყველის გარდა.
ცომი, თეთრი ფქვილი და შაქარი მთლიანად ამოღებული მაქვს რაციონიდან. ამაზე არც ვფიქრობ, არც ვოცნებობ.
თუ ტკბილი გიყვართ, ხაჭოს მოაყარეთ ნიგოზი და მოასხით თაფლი.
აჭარული ხაჭაპური როგორ უნდა ჭამოთ, იცით? წელიწადში სამჯერ, ცომს გამოვაშრობინებ, სუხარივით რომ გახდეს ცომი ისე; ყველი ორმაგი, უკარაქოდ და კვერცხი. ამოვჭამ ცომის გარეშე. მე ჩემი ორგანიზმი მოვატყუე, რომ ცილა მივიღე.
ვიღებ ხილს, ბოსტნეულს და ყველს. მარხვაში ყველსაც არ ვჭამ და კიდევ უფრო ვხდები.
გარდა ამისა, დღეში 15 კილომეტრს ფეხით გავდივარ. ამინდს მნიშვნელობა არ აქვს.
22 კილო დავიკელი. კიდე 10 კილოს დავიკლებ და პოდიუმზე დავდგები.
პრაიმ ტაიმი