„დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქ ეს ქონება, ახლა დაჯექი“ – ნიკა გვარამია პროკურორს

„დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქ ეს ქონება, ახლა დაჯექი“ - ნიკა გვარამია პროკურორსმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი მაღალჩინოსნების ქონების ამსახველი ფოტოების დანახვამ გააღიზიანა, რის გამოც ფეხზე წამოდგა. ამის გამო სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მიმართა:

„დაჯექი, მაგ ფეხზე ადგომების გამო, რომ გაქ ეს ქონება, ახლა დაჯექი”.

მოსამართლეს კი მეორე ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, პროკურორის პოლიტიკურ განცხადებებზე რეაგირება სთხოვა:

„ბატონი არჩილი სრულაიდ პროვოკაციულად წამოდგა, ხმამაღლა, შეაწყვეტინა და გააკეთა პოლიტიკური შინაარსის პროპაგანდისტულ განცხადება. ეს არის მათი მედიების ფეიკ ნიუსებიო. ვინ ეკითხება პროკურორს, რა მედიები, რა ფეიკ ნიუსები. ამათი სახე ესეთიაო რომ საუბრობს” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.