დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ჯო ბაიდენი

დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება - ჯო ბაიდენიდარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამართა.

პრეზიდენტის თქმით, აშშ რუსეთის გეგმებს ამჟღავნებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი უნდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის ყოველგვარი გასამართლების საფუძველი წაართვას.

„საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება – ქალაქი, რომელშიც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. თუ რუსეთი ამ გეგმების განხორციელებას მიჰყვება, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ ომზე. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. არ გავაგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას… ჩვენ ვამჟღავნებთ რუსეთის გეგმებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელშია იმისთვის, რომ რუსეთს წავართვათ უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი ყოველგვარი საფუძველი. არაფერი შეგეშალოთ!” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.