ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.
პროკურატურა კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
მანამ ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა დავით კირკიტაძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და გადაწყვეტილებას არ დაელოდა.
დავით კირკიტაძეს ბრალი ედება ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. საქმე ეხება რუსთავში, 2021 წლის 24 ოქტომბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას.