დიღომში კორპუსში მე-7 სართული აფეთქდა

დიღომში კორპუსში მე-7 სართული აფეთქდადიღმის მასივში, საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი.

მისი მდგომარეობა მძიმე არ არის

მათივე ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, დაგროვილმა აირმა გამოიწვია.

ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან.