დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციის საზღვარი 61.000-მდე დევნილმა გადმოკვეთა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩუპრიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დონბასში სიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ინტენსიურად არღვევენ, მათ შორის მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.
ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული მთავრობები ცეცხლის გახსნაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ დასახლებულ პუნქტებში განხორციელებული დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
იპნ