ერდოღანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ერდოღანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათთურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ დადებითია ასევე მისი მეუღლეც.

ამის შესახებ ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი „ომიკრონის“ შტამით არიან ინფიცირებულები და სიმპტომებიც მსუბუქი აქვთ

“ჩვენ მუშაობას სახლიდან გავაგრძელებთ” – წერს ერდოღანი Twitter-ზე.

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამშაბათს გაემგზავრა, სადაც რუსეთთან მიმდინარე დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.