ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში გაჩაღებულ ომს კონფლიქტად აფასებს და აცხადებს, რომ თუ ეს კონფლიქტი არ შეწყდება, სამ დღეში “ხორცსაკეპ მანქანად გადაიქცევა”. მისი თქმით, პუტინი ეცოდება, რადგან მოლაპარაკებებს სთავაზობენ და შემდეგ უკან იხევენ:
“ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – „ხორცსაკეპი“.
საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.