გაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა თავი ჩამოიხრჩო

გაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა თავი ჩამოიხრჩოგაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცაის რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 25 თებერვალს სანკტ პეტერბურგის  შემოგარენში მოხდა. 61 წლის ალექსეი ტიულიაკოვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს, ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა კი ტიულიაკოვი ჩამომხრჩვალი ნახეს.

მამაკაცმა თავი ავტოფარეხში ჩამოიხრჩო, სიკვდილის წინ მან  წერილიც დაწერა.

გაზპრომის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ.

ტვ პირველი