ხარკოვში დღეს 16:00 საათიდან სამშაბათის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხარკოვის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს.
სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს, თან ატარონ საბუთები. მისი თქმით, აკრძალულია ჯგუფურად გადაადგილება.
„მაღაზიებში ან აფთიაქებში მაქსიმუმ 2 ადამიანი წადით, უკეთესია, თუ ქალები წავლენ,“- აცხადებს სინეგუბოვი.
ასევე, მისი თქმით, ამ დროისთვის ხარკოვის ოლქში ვითარება სრულად კონტროლდება.
იპნ