უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ კრემლის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, იმ განკარგულების ასლია, რომელიც მათ 2008 წელს საქართველოს შესახებ გამოსცეს:
„გაერო ავადაა. მას კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი დაემართა. დანებდება თუ არა ამ ვირუსს? ეს წევრების ხელშია. დღეს კრემლმა სიტყვასიტყვით გადაწერა 2008 წლის განკარგულება საქართველოს შესახებ – ეს ასლია. არავითარი კრეატიულობა არ გამოუჩენია. ასლის გადამღები მანქანა კრემლში კარგად მუშაობს. ვინ არის შემდეგი გაეროს წევრებს შორის? ეს შეკითხვა ღიაა”, – აცხადებს უკრაინის ელჩი გაეროში სერგეი კისლიცა.