პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა – 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა იაპონელ სპორტსმენს სოიჩი ჰაშიმოტოს სძლია.
პარიზის გრანდ სლემი გუშინ დაიწყო, საქართველოს გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა ფრანგი დაიკ ბუბა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.