ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო.
„დღეს ხელს მოვაწერ განკარგულებას საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ, რომელსაც პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე მიიღებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.
სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ქმედებებს “არაპროვოცირებული სამხედრო აგრესია” უწოდა.
“ჩვენ ვხედავთ რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი დავრჩეთ ამ არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლეს და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძველს”, – თქვა მან.
მთავარი