თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, 45 წლის მამაკაცს კლინიკაში შეყვანამდე გული ჰქონდა გაჩერებული, მიუხედავად ამისა ექიმებმა მას რეანიმატოლოგიური დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მეორე მამაკაცს, ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
იპნ