ლუფტჰანზა კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს. გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზას ეკიპაჟმა შესაძლო საომარი სცენარი განვითარების გამო უკრაინაში გაფრენაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი პარასკევს დილით ფრანკფურტიდან უკრაინაში არ ჩაფრენილა.
ავიარეისი მიემართებოდა ლვოვში, სადაც ბოლო დღეებში უსაფრთხოების მიზეზებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და ნატო-მ პერსონალი კიევიდან სამუშაოდ გადაიყვანეს.
„რეისი ელეიჩი 1538 დილის 9:00 საათზე უნდა აფრენილიყო, ბორტზე 38 მგზავრით, მაგრამ ეს არ მოხდა. ლვოვში ჩასვლის შემდეგ, თვითმფრინავს შუადღისას 62 ადამიანი უნდა დაებრუნებინა გერმანიაში”, – წერს მედია.
ავიაკომპანიამ კომენტარი გააკეთა ეკიპაჟის ქმედებებზე და აღნიშნა, რომ “ვერავის აიძულებენ უკრაინისკენ ფრენას”.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში ალექსეი მაკეევმა ტვიტერში დაწერა, რომ სურს ავიაკომპანიისგან გაიგოს ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.
მანამდე ჰოლანდიურმა ავიაკომპანია კლმ-მა შეწყვიტა ფრენები უკრაინაში და ბრიტიშ ეირვეიზმა გადაწყვიტა, არ შეესრულებინა ფრენები უკრაინის საჰაერო სივრცეში.
იპნ