უკრაინაში დაძაბული ვითარებაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვიდან, პოლონეთში ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება ორ ოკუპირებულ რეგიონს, დონეცკში რუსული არმია უკვე შევიდა. ამის შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ შედის ოკუპირებულ რეგიონში ცოცხალი ძალა – რამდენიმე ათასი ადამიანი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა.
როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი გადამწყვეტი ზომებისთვის ემზადება.