გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გია ბაღაშვილი ცოლს გაშორდა, მისი ყოფილი მეუღლე თაკო ტაბატაძეც ადასტურებს.
Ambebi.ge-სთან საუბარში თაკო ამბობს, რომ ბავშვებისთვის სტრესის არიდებას ცდილობდნენ და ამაზე საჯარო საუბარი არ სურდათ. ამჟამად მსახიობი შვილებთან ერთად კოვიდინფიცირებულია…
თაკო ტაბატაძე:
– მინდა გითხრათ, რომ მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკ-ცალკე გაგვეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან და ჩემი მთავარი ამოცანა მათი აღზრდაა, მაგრამ გია მაქსიმალურ დროს ატარებს ბავშვებთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში.
ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.
– მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყვარებული ხართ?
– ჩემთვის ახლა მთავარი ამოცანა პატარების აღზრდაა და ნაადრევია პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებზე ლაპარაკი. გარდა ამისა, წელს ვამთავრებ თეატრალურ უნივერსიტეტს, სამსახიობო ფაკულტეტს. დავიწყე აქტიური სამსახიობო კარიერა და ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოთხი საოცარი გოგონა და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.