მილანში ქართველმა ქურდობის დროს ორივე ფეხი მოიტეხა

მილანში ქართველმა ქურდობის დროს ორივე ფეხი მოიტეხაიტალიაში საქართველოს  მოქალაქე დააკავეს. 27 წლის ბიჭი  სან-დონატო-მილანეს სადგურზე დააკავეს. უსახლკარო მამაკაცი, რომელიც მრავალჯერ იყო დაკავებული ძარცვის გამო, ამჯერად ქურდობისთვის დააკავეს.

კარაბინერებმა მას შემდეგ გამოჩნდნენ, როცა მეზობლებმა 112-ზე დარეკეს და შეატყობინეს, რომ ვია დი ვიტორიოს ქუჩაზე მამაკაცი პირველი სართულის ერთ-ერთი ბინის ფანჯარას ამტვრევდა. კარაბინერების გამოჩენისთანავე მამაკაცი ფანჯრიდან გადმოხტა და გაქცევა სცადა.

თუმცა, ორივე ფეხი მოიტეხა და იოლად დააკავეს. ის თავდაპირველად ქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, დახმარების აღმოსაჩენად, შემდეგ კი ციხეში.

მამაკაცს ნაქურდალი ნივთები და ოქროულობა თან ჰქონდა და პოლიციამ ისინი პატრონს დაუბრუნა.

ნიუპოსტი