მოსამართლემ პენიტენციურს სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალა

მოსამართლემ პენიტენციურს სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა დაავალათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, რუსთავის დაწესებულებაში ექიმების არშეშვებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კერძოდ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს დაავალა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვისთვის ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა გამოიყენოს.

რაც შეეხება მასთან ციხეში პირადი ექიმისა და “ემპათიას” ექსპერტების დაშვებას, ბადრი კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ცალკე მათი შეშვების დავალებას არ გასცემს.

“ვინაიდან ბრალდებული საუბრობს სასამართლოს წინაშე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უჩივის არასათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას, აქედან გამომდინარე, სასამართლო გასცემს განჩინებას და ავალებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის გენერალურ დირექტორს, მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა აუცილებელი და განსაკუთრებული ზომა იმისათვის, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული, არ დაემუქროს საფრთხე არასათანადო და არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებით”, – განაცხადა მოსამართლემ.