„ნამდვილი ჩეჩნები იცავენ და დაიცავენ უკრაინას”

„ნამდვილი ჩეჩნები იცავენ და დაიცავენ უკრაინას"ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი უკრაინელების და უკრაინის დასაცავად იბრძოლებს – განცხადება ამის შესახებ ბატალიონის ჯარისკაცებმა გააკეთეს.

“მე მინდა მივმართო უკრაინელებსა და მთელ მსოფლიოს. როდესაც რუსეთი ომის გამოცხადების გარეშე დაესხა თავს უკრაინის ქალაქებს, მოქალაქეები გმირულად იცავენ თავს. ამ რთულ დროს, ჩეჩნების მოქალაქეების ნაწილი, ე.წ. კადიროველები სისხლიან ომში მონაწილეობენ. მინდა ვუთხრა უკრაინელებს, რომ ნამდვილი ჩეჩნები იცავენ და დაიცავენ უკრაინას… ჩვენ 8 წელია ვიბრძვით პუტინის წინააღმდეგ ომში და ეს ასე გაგრძელდება, ეგრეთწოდებული კადიროველები კი, რომელებიც პუტინის დავალებით მოქმედებენ, თავისუფლების, ჩვენი და თქვენი მტრები არიან” – აცხადებენ ისინი.