ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის პროცესზე ნიკოლოზ ფეიქრიშვილის სახელი დაფიქსირდა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის პროცესზე ნიკოლოზ ფეიქრიშვილის სახელი დაფიქსირდანიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე საქალაქო პროცესის შემდეგ   სასამართლოს ეზოში დაზარალებულები ბრალდებულებს დაუპირისპირდნენ.მოკლული ნიკო კვარცხელიას მამიდა მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატს, ონისე მარგიანს დაუპირისპირდა.

“მკვლელები ხართ”, – ასე მიმართა მოკლული ბიჭის ნათესავმა ადვოკატს.

საქალაქო სასამართლოში პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა საზარელი მკვლელობის დამკვეთი ცნობილი არ ისევ არის.

სასამართლო პროცესზე ახალმა გვარმა გაიჟღერა, ეს არის ნიკოლოზ ფეიქრიშვილი. “პირველების” ინფორმაციით, ის  მკვლელობაში ბრალდებულის, აკო ჭელიძის მეგობარია, თუმცა რა შემხებლობა აქვს საქმესთან ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გამოძიების ინფორმაციით, მის ანგარიშზე სექტემბრის თვეში ფულადი გადარიცხვები დაფიქსირდა.

22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

ტვ პირველი