ნინო სუხიშვილი – “ვცდილობთ, უკრაინიდან პოლონეთში ავტობუსებით გადავიდეთ და იქიდან გამოვფრინდეთ”

ნინო სუხიშვილი - "ვცდილობთ, უკრაინიდან პოლონეთში ავტობუსებით გადავიდეთ და იქიდან გამოვფრინდეთ"ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილის ინფორმაციით, ნაციონალური ბალეტი უკრაინაში გასტროლებს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება.

როგორც სუხიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ამ წუთებში დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში იმყოფებიან, საიდანაც პოლონეთის საზღვრამდე ავტობუსებით გადაინაცვლებენ.

“ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში, დასავლეთ უკრაინაში. დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში. მაგრამ გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც ჩაიდინა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ იძულებულები ვართ დავტოვოთ ქვეყანა. გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა, სრული მობილიზაციაა, ვცდილობთ გადავიდეთ პოლონეთის საზღვარზე ავტობუსებით და ვეცდებით იქიდან გამოფრენას, იმედია მშვიდობიანად დაგიბრუნდებით. მადლობა ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს, სამინისტროებს, რომლებიც გვერდით გვიდგანან და გვეხმარებიან მშვიდობიანად გამოვაღწიოთ ამ ტერიტორიიდან. მინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვუხატო უკრაინელ ხალხს, რომელიც ძალიან გვიყვარს, 17 წელია ამ ქვეყანაში დავდივართ და ძალიან ახლობელი გახდა ეს ხალხი“, – აღნიშნა ნინო სუხიშვილმა.

იპნ