პესკოვი – “დონეცკის და ლუგანსკის აღიარება მინსკის შეთანხმებებს არ შეესაბამება”

პესკოვი - "დონეცკის და ლუგანსკის აღიარება მინსკის შეთანხმებებს არ შეესაბამება"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რეაგირება მოახდინა მასზე, მხედველობაში მიიღო, მაგრამ აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, სახელმწიფო სათათბიროს მოთხოვნა „ნამდვილად არის ძალიან მკაფიო ნიშანი, რომელიც მიუთითებს დეპუტატების განწყობაზე და საზოგადოებრივ აზრში გაბატონებულ თვალსაზრისზე“, მაგრამ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ხელშეწყობა, რაც შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ „მინსკის ღონისძიებათა პაკეტის” განხორციელებაში ყოველმხრივი წვლილის შეტანით.

„სწორედ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი“, – განაცხადა პესკოვმა.

იპნ