ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორედ აირჩიესფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

მოქმედმა პრეზიდენტმა ბერლინში ფედერალურ კრებაზე 77%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

მედიის ინფორმაციით, ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, გერმანელთა 85% ფიქრობს, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს.

შტაინმაიერი სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ასევე ძირითადი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით.

გერმანიის პრეზიდენტის ასარჩევად საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. მას ფედერალური კრება ირჩევს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველად 2017 წელს აირჩიეს.

იპნ