პრეზიდენტის მრჩევლად დავით თევზაძე დაინიშნა

პრეზიდენტის მრჩევლად დავით თევზაძე დაინიშნასაქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დავით თევზაძე ამ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.

ცნობისთვის, 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატოში.