პროკურორი ქობულაძე – “შანაი ბრუკის მკვლელობისას რაფაელ მურსაკულოვი თავის ქმედებას აცნობიერებდა”

პროკურორი ქობულაძე - "შანაი ბრუკის მკვლელობისას რაფაელ მურსაკულოვი თავის ქმედებას აცნობიერებდა"ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმის პროკურორის, გიორგი ქობულაძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, რაფაელ მურსაკულოვს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა, დანაშაულის ჩადენისას ის შერაცხადი იყო.

ქობულაძის განმარტებითვე, გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ დანაშაულის ჩადენისას ის მის ქმედებას აცნობიერებდა.

„ბრალდებულმა პატიება ითხოვა და დანაშაული აღიარა, ეს რამდენად გათვალისწინებული იქნება სასამართლოს მხრიდან, ვნახავთ შესაბამისი განაჩენის გამოტანისას. მკვლელობის დღეს, მან მომხდარი დანაშაულის თაობაზე ოჯახის წევრებს უთხრა, ასევე ძმის ცოლი გააფრთხილა, თუკი, აღნიშნულის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა, ის შურს იძიებდა მასზე და მის შვილზე.

ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ მას აღენიშნებოდა გარკვეულწილად ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი, თუმცა, ექსპერტი ადგენს, რომ აღნიშნული ვერ ახდენს გავლენას მის შერაცხადობაზე, დანაშაულის ჩადენის დროს, ის შერაცხადი იყო, ისევე, როგორც აფექტის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა. გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის აცნობიერებდა, თუ რას სჩადიოდა“, – განაცხადა ქობულაძემ.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულმა შანაი ბრუკის მოკვლის შემდეგ ის გადამალა, ფოთლები დააყარა და დაწვას აპირებდა.

იპნ