პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას აპირებს

პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას აპირებსრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების აღიარება გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამასთან, მათ გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად“ , – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

იპნ