„პუტინმა ომი გამოუცხადა ცივილიზებულ სამყაროს, ღია და ცხელი… რკინის ფარდა დაეშვა, ახლა ჩვენზეა არჩევანი, რომელ მხარეს ვართ” – ასე ეხმაურება „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პუტინის განცხადებას და მის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას.
„მოულოდნელი იყო, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. მე არ მეგონა რომ ასეთი მძიმე ვითარებაა პერსონალურად ამ ადამიანის მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად არ ვუსმენდით ფსიქიურად ნორმალურ ადამიანს. ჩვენ უბრალოდ ექსცენტრიულ ადამიანსაც არ ვუსმენდით, როგორიც იყო მაგალითად ჰიტლერი თავისი მმართველობის დასაწყისში. ჩვენ ვუსმენდით აბსოლუტურ გიჟს, რომელსაც აქვს სამწუხაროდ, ხელმისაწვდომობა ატომურ ღილაკზე.
ეს არის კატასტროფა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, მე არ ვიქნებოდი ისეთი ოპტიმისტური განწყობით წარმოდგენილი რომ მეგონოს რომ ეს არის მხოლოდ აღიარება ლუგანსკის და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების, ჯერ ერთი, ასეთი რესპუბლიკები კონკრეტულ ფარგლებში არ არსბეობს, საზღვრებში, ამიტომ ადმინისტრაციული საზღვრები პრაქტიკულად დადგენილი ბოლომდე არ არის ამიტომ აქ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ ეს ტექსტი საერთოდ უკრაინაზეც არ იყო, რკინის ფარდა დაეშვა. ეს არის განაცხადი, რომ დასრულდა რუსეთის თამაშიც კი დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. რკინის ფარდა დაეშვა. ეს არ არის ცივი ომი, ცხელი ომი იქნება ამას ჩვენ ვხედავთ და ეს იყო განაცხადი უკრაინის ანექსიის შესახებ, როგორც სრულიად უკრაინული სახელმწიფოს ანექსიის და არა რაღაცა 2 რეგიონის.
იქ მუქარები მოისმინეთ, ლენინის ციტირებები, რა ხდებოდა საბჭოთა კავშირის დროს… აბსოლუტურ ბოდვას უსმენდით გიჟისას, პირდაპირი მნიშვნელობით… უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ ეს გიჟი დღეს მართავს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სახელმწიფოს და სამწუხაროდ ეს გიჟი არის ყველაზე უფრო გავლენიანი პოლიტიკოსი მსოფლიოში. უფრო სწორად, ყველაზე უფრო გავლენიანი პოლიტიკოსი იყო მსოფლიოში, ვიდრე ეს ბოლო მოვლენები არ ფორმირდა იმგვარად, რომ უთხრეს, რომ ის არ არის ყველაზე უფრო გავლენიანი და ბევრი ლიდერია მასზე უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები, – ამბობს ნიკა გვარამია.