პუტინმა რუსეთის არმია მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანა

პუტინმა რუსეთის არმია მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, განკარგულება გასცა, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა მოხდეს.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„ნატოს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდნენ სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, – განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს კრემლში თავდაცვის მინისტრთან სერგეი შაიგუსთან და გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს რუსეთის წინააღმდეგ.

პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნები იღებენ არალეგიტიმურ სანქციებს.