„ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო”, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტინიორებს აღმოსავლეთში ახალი სამხედრო აქტივობის შესახებ აფრთხილებს.
არსებული ცნობებით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს.
გავრცელებული ცნობობებით, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა, დღეს ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს.
გამოცემა NYT-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს სატელეფონო კონფერენცია გამართა ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან, რათა განეხილათ უკრაინაში უსაფრთხოების ვითარების გაუარესება.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენს პრესკონფერენცია პარასკევს არ ჰქონდა დაგეგმილი.
ზარი, რომელიც დაიწყო 11:02 საათზე ვაშინგტონში და დასრულდა 12:21 საათზე. ზარი მოიცავდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს; პრემიერმინისტრებს: ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს, იტალიელ მარიო დრაგის და კანადელ ჯასტინ ტრუდოს. ჩართულები იყვნენ ასევე პრეზიდენტები: ემანუელ მაკრონი საფრანგეთიდან, ანდჟეი დუდა პოლონეთიდან, კლაუს იოჰანისი რუმინეთიდან, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიიდან და შარლ მიშელი ევროპული საბჭოს წევრი, და ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლის PBS-ის ჟურნალისტიც წერს, რომ ასეთი სადაზვერვო ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.