ყირიმში წვრთნები დასრულდა და რუსი ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან

ყირიმში წვრთნები დასრულდა და რუსი ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიანრუსეთის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა მასში მონაწილე ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან.

„სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა, ყირიმის ნახევარკუნძულის საწვრთნელ მოედანზე ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობა დაასრულეს, სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით თავიანთი მუდმივი დისლოკაციის პუნქტებისკენ მიემართებიან“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილს, რომელმაც წვრთნებში მონაწილეობა დაასრულა, თავიანთ ბაზებზე აბრუნებს.