რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე?!

რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე?!რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე ამ დრომდე უცნობია – ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და კითხვები აქვს.

ოჯახს არ სჯერა, რომ სამხედროს გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

„სახლში მეგობრები ჰყავდა, სუფრაზე იყვნენ და მერე დაიშალნენ. გაეპარათ ღამე გვიან, 11:00 საათზე და ამათ ეგონათ, რომ დაიძინა. ამბობენ, რომ დარტყმის დროს კარები გაიღო და გადმოვარდა. უკნიდან დაეჯახა ვიღაცის მანქანა, როგორც ვიცი. ის მანქანა გაჩერდა და პატრულში დარეკა. ფაქტია, რომ სულ ნაკერები აქვს. სახე აქვს საკმაოდ დალურჯებული”, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების ოფიცერი სოფელ ორთაშენში, ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ გუშინ იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.