“რაღაცით გააღო ფანჯარა” – თსსუ-ის კლინიკიდან პაციენტი გადახტა

"რაღაცით გააღო ფანჯარა" - თსსუ-ის კლინიკიდან პაციენტი გადახტათსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკის მე-5 სართულიდან 65 წლის კოვიდ პაციენტი გადახტა. პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

“რაღაცით გააღო ფანჯარა და გადახტა. პალატაში ორნი იყვნენ. ერთი გაეწერა, ეს დარჩენილი იყო”,- აღნიშნავს ტურძელაძე “ტვ პირველთან”.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებდა. ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს “კარგი ანალიზები ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსული იყო”.

“ვუთხარით, რომ ხვალ უნდა გაგვეწერა… რა კარგია, წავალ სახლშიო” – თქვა ლალი ტურძელაძემ/

მისი თქმით, პაციენტს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონია.

“გადავწყვიტეთ, ხვალ გაგვეწერა პაციენტი და მასაც ვუთხარით, რომ ხვალ გავწერდით. ძალიან გაუხარდა და ასე გამოხატა ემოცია, რა კარგია წავალ სახლშიო. შევიდა ექთან,ი დაალაგა პალატა ახალი პაციენტისთვის, გამოვიდა და ორი წუთის გამოსული იყო და პაციენტი გადახტა ფანჯრიდან. ანამნეზში არავითარი ფსიქიური პრობლემები არ ჰქონია, – ამბობს ტურძელაძე.