საკუთარი ინფორმაციის დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია, თუმცა კომპანიის დონეზე ეს სასიცოცხლოდაა მნიშვნელოვანი, რადგან რაც უფრო წარმატებულია კომპანია, ყველაზე ღირებულად სწორედ რომ ის ინფორმაცია იქცევა ხოლმე, რომელსაც ეს კომპანია ინახავს. კომპანიის განვითარებასთან ერთად, როდესაც წარმატება მოდის, პირადი ინფორმაცია მით უფრო მიმზიდველი ხდება ჰაკერებისთვის, რომელთა მთავარი სამიზნე პირადი ინფორმაციის მოპოვებაა, რომელსაც შემდგომ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ შავ ბაზარზე. დაცულობის მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, აუცილებელი ხდება, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა პროცესი გამართული და დაცული უმაღლეს დონეზე იყოს. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად მით უფრო მარტივია ინფორმაციის გადაცემა და შენახვა, თუმცა ამის პარალელურად, ადამიანებს უფრო მეტი საშუალება ეძლევათ ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინონ, რომელსაც ან კეთილად გამოიყენებენ ან ბოროტად. იმისათვის, რომ კომპანიის უსაფრთხოება მუდმივად დაცული იყოს, აუცილებელია სისტემა ეტაპობრივად გადიოდეს შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში ღებულობდეს განახლებას.
პირადი ინფორმაციის მოვლა-პატრონობასთან ერთად, აუცილებელია მოწესრიგებული იყოს ერთმანეთში გადაცემის ეტაპები, როგორ გამოიყენება, რა მექანიზმებით იმართება, ვის აქვს წვდომა და რა გზით ხდება მისი გადაცემა. მნიშვნელოვანია ნებისმიერ თანამედროვე კომპანიაში დანერგილი იყოს მაღალეფექტური და საიმედო საკაბელო ინფრასტრუქტურა, რომლის საუკეთესო ალტერნატივა არის სტრუქტურირებული საკაბელო სისტემა. ეს წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ საკაბელო ინფრასტრუქტურა ოპტიმალურად იყოს დაორგანიზებული. აღნიშნული სისტემა ყველა შესაძლო ცვლილებაზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა, რაც მთლიანად ახდენს სისტემური ფუნქციონირების ეფექტურობის ზრდას, მომსახურებისა და მხარდაჭერის ხარჯების მინიმიზაციას. გასულ წლებში აღნიშნული ტექნოლოგიით სულ უფრო მეტი კომპანია დაინტერესდა და ეს ტენდენცია სულ უფრო იმატებს, რადგან ის ნებისმიერი რანგის ორგანიზაციაში თანამედროვე, მაღალსიჩქარიანი ქსელების აგების საშუალებას იძლევა.
კომპანიაში ასევე აუცილებელია სწორად დანერგილი იყოს კორპორატიული ქსელური ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს კორპორატიული ვაი-ფაი ქსელის რადიო დაგეგმარებას, რომელიც ერთდროულად ზუსტად მიესადაგება კონკრეტული კომპანიის მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის შექმნა მოიაზრებს კორპორატიული ქსელის LAN/WAN ლოგიკური დიზაინის შექმნასა და მის განხორციელებას, კორპორატიული ქსელის პასიური ინფრასტრუქტურის დაგეგმარებას, ქსელური უსაფრთხოების სისტემების (VPN, Firewall) შერჩევას და იმპლემენტაციას. ნებისმიერი კომპანიისთვის აუცილებელია, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურის ინსტალაცია მოხდეს შესაბამისი მოწინავე სტანდარტების მიხედვით. ამასთანავე, ნებისმიერმა მენეჯერმა შესაბამისი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ სფეროს და რესურსიც არ დაიშუროს, ვინაიდან მნიშვნელოვანია მთელი ეს პროცესი განხორციელებულ იქნას თავიანთი საქმის პროფესიონალების მიერ, ვისაც აქვს გამოცდილება და არიან სანდონი.
ნებისმიერი სახისა თუ სფეროს ბიზნესისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ მართოს ის ინფორმაცია, რომელიც მოხვდება მის ქსელში, შესაბამისად ქსელის ინფრასტრუქტურის მართვის სისტემა ქსელის მენეჯერებს ეხმარება გააუმჯობესონ IT შესაძლებლობები ქსელური ინფრასტრუქტურის ცენტრალიზებული მართვის გზით. ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი მოიცავს ქსელის არქიტექტურის მენეჯმენტს, დიზაინს, ინჟინერიას, ინსტალაციას და ოპერაციებს, ქსელის უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას, ცვლილებებისა და კონფიგურაციის მართვას.