რუმინეთის თავდაცვის მინისტრი – “უკრაინიდან ნახევარი მილიონი დევნილი შეგვიძლია მივიღოთ”

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი - "უკრაინიდან ნახევარი მილიონი დევნილი შეგვიძლია მივიღოთ"რუმინეთი ემზადება უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 500.000-ზე მეტი დევნილი, ეს არის ის რაოდენობა, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად”, – აღნიშნა ვასილე დინკუმ.

მისი თქმით, გეგმა მომზადებულია ყველა დიდი ქალაქისთვის და საზღვრებთან ახლოს გამოყოფილია ტერიტორიები.

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს პოლონეთმა განაცხადა, რომ მილიონამდე უკრაინელი მიგრანტის მისაღებად ემზადება. ათიათასობით დევნილის მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა უნგრეთმაც.

იპნ