რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში ნავთობის საცავი ააფეთქეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დმიტრო ჟივიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ჟივიცკის ინფორმაციით, რუსული ძალების ტექნიკა სუმის მიმართულებით გადააადგილდება.
„მტრის ტექნიკა ყველა მხრიდან მიემართება ქალაქისკენ. არის ქუჩის ბრძოლის საშიშროება! იყავით სახლში უსაფრთხო ადგილას, ფანჯრებისგან მოშორებით“, – მოუწოდა მან მოსახლეობას.