რუსეთში პანიკაა – შეშინებული მოსახლეობა ბანკომატებს მიაწყდა. მოქალაქეებს ბანკებიდან დანაზოგები მასობრივად გააქვთ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან საბანკო სისტემიდან 24 მილიარდი დოლარია გატანილი. ამის გამო რუსულმა ბანკებმა ლიმიტები დააწესეს.
გაზრდილი უკმაყოფილების გამო რუსეთში საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა ხელისუფლება მათ აკავებს.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ვლადიმერი პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გაჩნდა. ამ დროისათვის მათი რაოდენობა 100 ათასამდე აღწევს.
ტვ პირველი