სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამთენიისას განაცხადა და თქვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დაიბომბა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურულია. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევში, სადაც განგაშის სიგნალიც ჩართეს.