რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
„უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს”, – განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საშიშროების ფონზე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ლატვიამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ, უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს.
იპნ