საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა. „თბილისი ენერჯის” ინფორმაციით შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო, გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 114-ის სწრაფი რეაგირების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ.
კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს, ყურადღება გამოიჩინონ გაზის დანადგარებთან და დაიცვან უსაფრთხო მოხმარების წესები.