სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის გამო საქართველოს პარლამენტის სხდომა მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში ომის გამო საქართველოს პარლამენტის სხდომა მოიწვიაომი უკრაინაში – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მეგობარ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს.

ამასთან, ზურაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველო წარმოადგინოს ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს ან მოხდება.

მინდა მივმართო მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა –  ” დღეს  ტრაგიკული დღეა საქართველოსთვისაც… საქართველო თქვენ გვერდით დგას”.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

ტვ პირველი