საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დაბომბეს

საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დაბომბესსაოკუპაციო ძალებმა დონბასში, სტანიცა ლუგანსკის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის შესახებ გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

გუშინ,  რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად შეაფასა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაგმონ მომხდარი.