საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მალიდან გასვლას იწყებენ

საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მალიდან გასვლას იწყებენსაფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მალიდან ბარხანესა და თაკუბას ანტიჯიჰადისტურ ოპერაციებში ჩართული სამხედრო ძალების გაყვანას იწყებენ, რის მიზეზადაც გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილ დაბრკოლებებს ასახელებენ.

„მალის გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილი მრავალი დაბრკოლების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები თვლიან, რომ აღარ არსებობს დამაკმაყოფილებელი პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები იმისთვის, რომ ეფექტურად გააგრძელონ თავიანთი სამხედრო ჩართულობა მალიში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დაეწყოთ მალის ტერიტორიიდან ამ ოპერაციაში ჩართული სამხედრო რესურსების კოორდინირებული გაყვანა”, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საფრანგეთს მალის დასატოვებლად 4-6 თვე დასჭირდება.

იპნ