უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, დღეს ევროპული საბჭოსა და დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საომარი მოქმედებები უკრაინაში დღეს დაიწყო.
უკრაინის თითქმის ყველა მთავარი ქალაქი იბომბება. დაზიანებულია შენობები და აეროპორტები.