უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე განაცხადა.
„მწუხარებითა და შეშფოთებით ვხედავ საერთაშორისო პოლიტიკისა და პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ არ წყვეტს ტყუილის გავრცელებას. მე არ მესმის როგორ მართავს ზოგიერთი ადამიანი „ფეიკ ნიუსების საწარმოებს“, როდესაც ადამიანები ომის გამო იხოცებიან. ახლა ისინი იტყუებიან, რომ უნგეთი ბლოკავს ზოგიერთ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის SWIFT-ის სისტემასთან დაკავშირებით. ცხადად ვამბობ: ეს სიმართლე არ არის! ჩვენ არასდროს არ გამოვსულვართ არანაირი სანქციის წინააღმდეგ, არ დაგვიბლოკავს და არაფერს არ ვბლოკავთ,“- განაცხადა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთს სურს მშვიდობა.
„სწორედ ამიტომ ვმუშაობ მე, სწორედ ამიტომ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები ბუდაპეშტში“- განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იპნ