სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ: დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადააყენეს და მისი ადგილი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაიკავა.