ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი პოსტიდან მოხსნეს, „პირველების” ინფორმაციით, თამთა დემურიშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი შეფი, მალხაზ ურთმელიძე შეცვლის.
ურთმელიძე ფაქტს „ტვ პირველთან” არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
ურთმელიძეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის დროს, მძიმე ბრალდებებს უყენებდა. ურთმელიძე არის ის პირი, ვინც გორიდან სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
რაც შეეხება თამთა დემურიშვილს, ის სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე 2014 წლიდან მუშაობდა. მინისტრ რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებით, დემურიშვილი მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, დემურიშვილის მოხსნის შესახებ განცხადება გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ციხეების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს “ნიკა გვარამიასთან სელფი” არ აპატიეს. ბრალდებული პრეზიდენტი ამბობს, რომ დემურიშვილთან უამრავი პრეტენზია აქვს, თუმცა მისი თქმით, იყო გულიკო ქილიფთართან ერთად, იყო ის პირი ვინც სიკვდილისგან გადაარჩინა.
პირველი