საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თამთა დემურიშვილი იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან .
სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი დაკავშირებულია დემურიშვილის მხრიდან, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან. საუბარია გონების დაკარგვის პირველ შემთხვევაზე, როდესაც მე-12 ციხეში რეანიმატოლოგიც იმყოფებოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში, 10 დღის წინ აკრძალეს ექიმისა და ექთნის შესვლა საკანში, ხოლო 1 კვირის წინ, გადაწყდა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ, მორიგე ექიმი აღარ მუშაობს.