ავარია ხაშურში – დაშავებულია 14 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ზუგდიდში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
მომხდარის შედეგად დაშავებულები თბილისში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. ზოგიერთს ტვინის შერყევა აქვს მიღებული.